---
title: "მუხლი 355. შემოწმების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/355"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "355"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 355. შემოწმების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 355 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/355

1. შემოწმების ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, ექიმი და სხვა სპეციალისტი.

2. თუ შემოწმებას ატარებს ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე ხელმოწერით ადასტურებს შემოწმებული, რის შემდეგაც იგი გადაეცემა გამომძიებელს ან პროკურორს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XLIV
ექსპერტიზა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/354.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/356.md
