---
title: "მუხლი 359. ექსპერტად დანიშნული პირი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/359"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "359"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 359. ექსპერტად დანიშნული პირი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 359 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/359

1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.

2. სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო დაწესებულების, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – სხვა დაწესებულების სპეციალისტი ან კერძო პირი.

2¹. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზას ატარებს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი.

3. სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.

4. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ტარდება სპეციალური ცოდნის მქონე პირთან და იმ დაწესებულებასთან შეთანხმებით, სადაც იგი მუშაობს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/358.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/360.md
