---
title: "მუხლი 36. სამოქალაქო მოპასუხედ საქმეში ჩაბმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/36"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "36"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. სამოქალაქო მოპასუხედ საქმეში ჩაბმა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 36 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/36

1. განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება) იმის შესახებ, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის. დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება ამ კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

2. სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ ბრალდებულს აქვს სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობებიც.
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37.md
