---
title: "მუხლი 360. ექსპერტიზის ობიექტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/360"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "360"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 360. ექსპერტიზის ობიექტი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 360 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/360

1. ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, ცოცხალი ადამიანის სხეული, ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი, დოკუმენტი.

2. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.

3. ექსპერტიზის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო გამოკვლევისათვის.

4. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე გამოკვლევის დაუხარჯავი ობიექტი უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს შეფუთული და დალუქული სახით.

5. ექსპერტიზის ობიექტი ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულების შენახვის წესის დაცვით.

6. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ასახულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში. საქმის მასალების მიხედვით ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტიზის დამნიშვნელმა უნდა მიუთითოს, რომელი მონაცემი მიაჩნია სარწმუნოდ, ან დაავალოს ექსპერტს გასცეს რამდენიმე ვარიანტით პასუხი დასმულ შეკითხვაზე იმისდა მიხედვით, თუ საქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მასალიდან რომელი დაედო საფუძვლად საექსპერტო დასკვნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/359.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/361.md
