---
title: "მუხლი 361. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/361"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "361"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 361. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 361 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/361

1. დამატებით ექსპერტიზას ატარებს იგივე ან სხვა ექსპერტი ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად.

2. განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია, მისი სისწორე საეჭვოა, ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა ექსპერტიზის ჩატარების საპროცესო წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს. განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა. წინა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი შეიძლება დაესწროს განმეორებით ექსპერტიზას და მისცეს განმარტება, მაგრამ გამოკვლევასა და დასკვნის შედგენაში ის არ მონაწილეობს.

3. თუ გამოკვლევა დაიწყო ერთმა ექსპერტმა და დაასრულა მეორემ, მისი განმეორება არ არის საჭირო, თუ გამოყენებული მეთოდები მეორე ექსპერტის ეჭვს არ იწვევს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/360.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/362.md
