---
title: "მუხლი 366. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/366"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "366"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 366. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებები ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 366 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/366

1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს:
ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) აცილება მისცეს ექსპერტს;
გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან;
დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით, მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა;
ე) დამატებითი კითხვები დაუსვას გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს;
ვ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე;
ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;
თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშნული.

2. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/365.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/367.md
