---
title: "მუხლი 367. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/367"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "367"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 367. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 367 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/367

1. გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.

2. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთაც იგი ეხებათ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/366.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/368.md
