---
title: "მუხლი 368. იძულების ფარგლები ექსპერტიზის ჩატარებისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/368"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "368"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 368. იძულების ფარგლები ექსპერტიზის ჩატარებისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 368 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/368

1. ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, ხოლო თუ მას 16 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია ან ფსიქიკურად არის დაავადებული, – მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების თანხმობით.

2. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დაუშვებელია, გარდა ვენერიული თუ სხვა ინფექციური დაავადებების დადგენისა და აგრეთვე იმ შემთხვევებისა, როცა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული მოითხოვს იმ დაზარალებულის ჩვენების შემოწმებას, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა დასაშვებია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/367.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/369.md
