---
title: "მუხლი 369. ექსპერტიზის ჩატარება საექსპერტო დაწესებულებაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/369"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "369"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 369. ექსპერტიზის ჩატარება საექსპერტო დაწესებულებაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 369 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/369

1. გამომძიებელი ან პროკურორი დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გამოსაკვლევ ობიექტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმის ასლსაც, უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც განკარგულება უნდა გასცეს იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას, რასაც აცნობებს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.

2. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის ჩატარებას, უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, განსაზღვრავს ექსპერტიზის დამთავრების ვადებს. საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება არა აქვს მიიწვიოს ექსპერტიზის ჩატარებისას პირი, რომელიც არ მუშაობს საექსპერტო დაწესებულებაში, აგრეთვე ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტი, ნივთიერი და სხვა მტკიცებულება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/368.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/370.md
