---
title: "მუხლი 37¹. პროკურორის სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "37^1"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹. პროკურორის სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 37¹ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37-1

1. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონება არის რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს აღნიშნულ პირთა მფლობელობაში არსებული რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.

2. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ თანამდებობის პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37-2.md
