---
title: "მუხლი 37. პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და მხარდაჭერა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "37"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენა და მხარდაჭერა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 37 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37

1. პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

2. პროკურორს უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი დაზარალებულის თხოვნით, თუ დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას ჰყავდეს ადვოკატ-წარმომადგენელი ან დაიცვას თავისი ინტერესები ბრალდებულზე დამოკიდებულების, ავადმყოფობის, არასრულწლოვანებისა თუ სხვა მიზეზით.

3. პროკურორი სასამართლოში მხარს უჭერს თავის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს. მას უფლება აქვს მხარი დაუჭიროს სამოქალაქო მოსარჩელის მიერ განცხადებულ სარჩელს ან გამოთქვას სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37-1.md
