---
title: "მუხლი 370. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/370"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "370"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 370. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 370 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/370

1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.

2. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.

3. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/369.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/371.md
