---
title: "მუხლი 372. აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/372"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "372"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 372. აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 372 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/372

თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი აღმოაჩენს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად მისი ცოდნა არ არის საკმარისი, ან მისთვის წარდგენილი ობიექტები არ კმარა ექსპერტიზის ჩასატარებლად, იგი ადგენს მოტივირებულ აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ და უგზავნის ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/371.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/373.md
