---
title: "მუხლი 373. ექსპერტის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/373"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "373"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 373. ექსპერტის დაკითხვა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 373 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/373

1. თუ ექსპერტის დასკვნა გაუგებარია, ან აქვს ხარვეზი, მაგრამ მის შესავსებად საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, ანდა აუცილებელია ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდისა და ტერმინების დაზუსტება, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს დაკითხოს ექსპერტი ამ კოდექსის 305-ე მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით.

2. დასკვნის წარმოდგენამდე ექსპერტის დაკითხვა დაუშვებელია.

3. ექსპერტის მიერ დაკითხვისას მიცემული ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებას.

4. თუ მხარე შუამდგომლობს ექსპერტის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლო სხდომაზე. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუ ის არ დადასტურდება ექსპერტის ზეპირი ჩვენებით სასამართლოში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/372.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/374.md
