---
title: "მუხლი 374. ექსპერტის დასკვნის შეფასება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/374"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "374"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 374. ექსპერტის დასკვნის შეფასება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 374 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/374

1. ექსპერტის დასკვნას აფასებს გამომძიებელი ან პროკურორი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ არის იგი დასაბუთებული, შეესაბამება თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს და არის თუ არა დაცული ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილი საპროცესო წესები.

2. ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის, მაგრამ, თუ იგი არ ეთანხმება დასკვნას, ეს მოტივირებული უნდა იყოს.

3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XLV
ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/373.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/375.md
