---
title: "მუხლი 375. ნიმუშის აღების საფუძველი, სახე და ხერხი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/375"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "375"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 375. ნიმუშის აღების საფუძველი, სახე და ხერხი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 375 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/375

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის თვისებების ამსახველი ნიმუში, თუ მისი გამოკვლევა საჭიროა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად.

2. ცოცხალი ადამიანისაგან შეიძლება აიღონ ნიმუში, რომელიც ასახავს შემდეგ თავისებურებებს: ბიოლოგიურს – სისხლი, თმა, ნერწყვი, გამონაყოფი; ფსიქოფიზიკურს – ხელწერა; ანატომიურს – კანის ნახჭის ანაბეჭდები, კბილების ტვიფრი; ხმის თავისებურება და პროფესიული ჩვევა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გამოკვლევისათვის აღებული ნიმუში (გარდა ხელწერისა და ხმის თავისებურებისა) შეიძლება აიღონ გვამის დათვალიერებისას, ხოლო ნიმუშები ბიოლოგიური ობიექტების სახით – ცხოველისაგან.

4. ნიმუშად შეიძლება აიღონ ნედლეულის, პროდუქციისა და მასალების სინჯები, რომლებიც გამოხატავს ნივთიერებათა გვარეობით ან ინდივიდუალურ, ფიზიკურ ან ქიმიურ თავისებურებებს.

5. გამოკვლევის პროცესში ექსპერტს უფლება აქვს აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტების საცდელი ნიმუშები მათი იდენტურობის ან სხვაობის დასადგენად.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/374.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/376.md
