---
title: "მუხლი 376. პირი, რომელსაც უფლება აქვს აიღოს ნიმუში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/376"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "376"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 376. პირი, რომელსაც უფლება აქვს აიღოს ნიმუში — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 376 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/376

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სპეციალისტისა და ექსპერტის მონაწილეობით პირისაგან აიღოს ნიმუში საექსპერტო გამოკვლევისათვის, თუ ეს არ არის დაკავშირებული მის გაშიშვლებასთან და არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ ჩვევებს.

2. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია ადამიანის სხეულის გაშიშვლებასთან, გამომძიებლის ან პროკურორის დავალებით, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშს იღებს ექიმი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/375.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/377.md
