---
title: "მუხლი 377. პირი, რომლისგანაც შეიძლება ნიმუშის აღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/377"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "377"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 377. პირი, რომლისგანაც შეიძლება ნიმუშის აღება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 377 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/377

1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება აიღონ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისაგან.

2. თუ არსებობს მონაცემები, რომ შემთხვევის ადგილას კვალი ან ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება სხვა პირის დატოვებული იყოს, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება ამ პირისაგან აიღონ მას შემდეგ, რაც დაკითხავენ როგორც დაზარალებულს ან მოწმეს ამ ნიმუშთან დაკავშირებულ გარემოებათა გამო.
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/376.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/378.md
