---
title: "მუხლი 379. ნიმუშის აღების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/379"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "379"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 379. ნიმუშის აღების შესახებ დადგენილების სავალდებულოობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 379 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/379

1. ბრალდებული და ეჭვმიტანილი, რომლებიც თავს არიდებენ ნიმუშის აღებას, შეიძლება იძულებით მოიყვანონ და ნიმუშიც იძულებით აიღონ, თუ საამისოდ გამოყენებული მეთოდები საფრთხეს არ უქმნის მათს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.

2. დაზარალებულისა და მოწმისაგან ნიმუშების იძულებით აღება დაუშვებელია, გარდა 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/378.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/380.md
