---
title: "მუხლი 38. სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/38"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "38"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება სამოქალაქო სარჩელის განხილვისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 38 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/38

1. სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით.

2. თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი საპროცესო ურთიერთობები მოწესრიგებული არ არის ამ კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება სისხლის საპროცესო სამართლის პრინციპებს.

3. სარჩელზე უარი, სარჩელის ცნობა და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე მუხლი).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/37-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/39.md
