---
title: "მუხლი 380. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/380"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "380"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 380. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ნიმუშის აღების საპროცესო წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 380 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/380

1. გამომძიებელი ან პროკურორი იძახებს პირს ან თავად მიდის მასთან და ხელმოწერით აცნობს დადგენილებას ნიმუშის აღების შესახებ, განუმარტავს მას, აგრეთვე სპეციალისტს მათ უფლება-მოვალეობებს.

2. გამომძიებელი ან პროკურორი საჭიროების მიხედვით მოქმედებს და იღებს ნიმუშს საექსპერტო გამოკვლევისათვის; ამასთან, შეიძლება გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და არ არის საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ნიმუშად მიღებული ბიოლოგიური ობიექტები იფუთება და ილუქება.

3. ნედლეულის, პროდუქციის, ნივთიერებისა და სხვა მასალების სინჯების ნიმუშების აღება ხდება ამოღების ან ჩხრეკის გზით.

4. გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომ სისხლის სამართლის საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაურთონ ნიმუში, და დადგენილებასა და ნიმუშის აღების ოქმთან ერთად უგზავნის შესაბამის ექსპერტს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/379.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/381.md
