---
title: "მუხლი 382. ნიმუშის აღების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/382"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "382"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 382. ნიმუშის აღების ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 382 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/382

1. გამომძიებელი ან პროკურორი ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადგენს ოქმს, რომელშიც აღწერს თვით ნიმუშს, მის ასაღებად განხორციელებულ ყველა მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებულ მეცნიერულ-ტექნიკურ მეთოდებსა და საშუალებებს იმ თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.

2. 381-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიმუშის აღების ოქმს ადგენს ექიმი ან სხვა სპეციალისტი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/381.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/383.md
