---
title: "მუხლი 383. პიროვნების უფლებათა დაცვა ნიმუშის აღებისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/383"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "383"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 383. პიროვნების უფლებათა დაცვა ნიმუშის აღებისას — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 383 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/383

1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშის აღების მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდები და საშუალებები უსაფრთხო უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძლიერი ტკივილის შეგრძნების გამომწვევი სამედიცინო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, ხოლო თუ იგი 16 წლამდე ასაკისაა ან ფსიქიკურად ავადმყოფი ან ჭკუასუსტია, – მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით.

2. ნიმუშის აღებისას დაუშვებელია ადამიანის პიროვნების პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედებები.

3. თუ ნიმუშის აღება დაკავშირებულია პირის გაშიშვლებასთან, სპეციალისტი იმავე სქესის უნდა იყოს, რაც ის პირი, რომლისგანაც იღებენ ნიმუშს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/382.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/384.md
