---
title: "მუხლი 387. გვამის ექსჰუმაციის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/387"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "387"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 387. გვამის ექსჰუმაციის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 387 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/387

1. გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს გვამის ექსჰუმაციას დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობით. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში მონაწილეობს სასამართლო ექსპერტი, ხოლო თუ ეს საჭიროა – სხვა სპეციალისტიც.

2. გვამის ექსჰუმაციის ჩატარებაში შეიძლება ჩააბან ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული, მოწმე, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ გვამი და მისი ტანსაცმელი.

3. გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, გვამის ექსჰუმაციას შეიძლება დაესწრონ გარდაცვლილის ნათესავები.

4. გვამის ექსჰუმაციის შესახებ ოქმი დგება 287-289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმს შეიძლება დაერთოს სამარხის, კუბოსა და გვამის ფოტოსურათები, კინო- და ვიდეოგადაღების ფირები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/386.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/388.md
