---
title: "მუხლი 390. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/390"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "390"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 390. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 390 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/390

1. სისხლისსამართლებრივ დევნას აჩერებს პროკურორი ან მოსამართლე ამ კოდექსის 29-ე მუხლში მითითებული საფუძვლით და იმავე მუხლით დადგენილ ვადებში.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, ხოლო სასამართლოს – მოტივირებული განჩინება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/389.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/391.md
