---
title: "მუხლი 396. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/396"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "396"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 396. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 396 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/396

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო მოსამართლეს ან პროკურორს – მოტივირებული დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

2. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/395.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/397.md
