---
title: "მუხლი 397. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/397"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "397"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 397. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 397 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/397

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.

2. დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.

3. დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.

4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/396.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/398.md
