---
title: "მუხლი 398. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემდეგ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/398"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "398"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 398. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემდეგ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 398 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/398

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ სასამართლო განჩინების, ხოლო მოსამართლე და პროკურორი – დადგენილების ასლებს უგზავნის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის განცხადებითაც დაიწყო წინასწარი გამოძიება.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ პირებს განემარტებათ საქმის მასალების გაცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრების უფლება და წესი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/397.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/399.md
