---
title: "მუხლი 399. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/399"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "399"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 399. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) გასაჩივრება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 399 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/399

1. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივრონ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა და დამცველმა, დაზარალებულმა და მისმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე პირმა, რომლის განცხადებითაც დაიწყო გამოძიება.

2. საჩივარი სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს დადგენილების (განჩინების) ასლის მიღებიდან 15 დღე-ღამის განმავლობაში.

3. საჩივარს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 238-ე–242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის განჩინება გასაჩივრდება კერძო საჩივრის წესით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/398.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/400.md
