---
title: "მუხლი 40. მოსარჩელის უარი სამოქალაქო სარჩელზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/40"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "40"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. მოსარჩელის უარი სამოქალაქო სარჩელზე — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 40 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/40

1. სამოქალაქო მოსარჩელეს საქმის წარმოების ნებისმიერ მომენტში უფლება აქვს უარი თქვას სარჩელზე.

2. მოსარჩელისაგან უარის მიღებამდე გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ან სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, ვალდებულია მოსარჩელეს განუმარტოს სამოქალაქო სარჩელზე მისი უარის სამართლებრივი შედეგები და შეადგინოს ოქმი ან ამის შესახებ სათანადო აღნიშვნები შეიტანოს შესაბამის საგამოძიებო ოქმში.

3. სამოქალაქო სარჩელზე უარის მიღების შესახებ ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, გამოაქვს განჩინება (დადგენილება).

4. სარჩელზე უარს მოსდევს სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს ართმევს უფლებას განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/41.md
