---
title: "მუხლი 400. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/400"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "400"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 400. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 400 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/400

1. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება უნდა განახლდეს, თუ სასამართლომ (მოსამართლემ) ან პროკურორმა გააუქმა დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ოღონდ იმ პირობით, თუ არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და დამცველს, დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე პირს, რომლის განცხადებითაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XLIX
წინასწარი გამოძიების დამთავრება და სასამართლოში საქმის გაგზავნა
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/399.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/401.md
