---
title: "მუხლი 409. საბრალდებო დასკვნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/409"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "409"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 409. საბრალდებო დასკვნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 409 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/409

1. საბრალდებო დასკვნა არის ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე წერილობითი აღწერა და განსასჯელის სამართალში მიცემის საფუძველი.

2. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:
ა) ბრალდებულის (ბრალდებულთა) სახელი, გვარი და მამის სახელი; სქესი; დაბადების ადგილი და დრო; საცხოვრებელი ადგილი; ნასამართლობა;
ბ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), მუხლის ნაწილი (ნაწილები), რომლის (რომელთა) მიხედვითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის (ბრალდებულთა) ქმედება;
გ) დანაშაულის გარემოებანი – ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგი;
დ) მტკიცებულებათა ნუსხა, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას;
ე) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

3. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს პროკურორი, მისი შედგენის ადგილისა და თარიღის მითითებით.

4. (ამოღებულია).
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/408.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/410.md
