---
title: "მუხლი 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/41"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "41"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 41 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/41

1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში (განჩინებაში).

2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას.

3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.

4. თუ 37
1
მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეტანილია თანამდებობის პირის მიმართ, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/42.md
