---
title: "მუხლი 410. საბრალდებო დასკვნის დანართი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/410"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "410"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 410. საბრალდებო დასკვნის დანართი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 410 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/410

1. საბრალდებო დასკვნას დაერთვის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სია, რომელიც უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან – ბრალდების დამადასტურებელ პირთა და ბრალდებულისა და დამცველის მიერ დასახელებულ პირთა სიისაგან.

2. საბრალდებო დასკვნას დაერთვის აგრეთვე ცნობები გამოძიების ვადების, აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ, პატიმრობაში ყოფნის დროის მითითებით, ნივთიერი მტკიცებულებების, სამოქალაქო სარჩელის ან სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომებისა თუ საპროცესო ხარჯების შესახებ.

3. სასამართლო სხდომაზე გამოსაძახებელ პირთა სიაში მითითებული უნდა იყოს მათი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე საქმის ფურცლები, სადაც ჩამოყალიბებულია მათი ჩვენებები ან დასკვნები.

4. (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/409.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/411.md
