---
title: "მუხლი 412. შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/412"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "412"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 412. შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 412 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/412

გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს:
ა) იყო თუ არა ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, და არის თუ არა ამ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა;
ბ) ხომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები;
გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა წინასწარი გამოძიება;
დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით;
ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა;
ვ) მიცემულია თუ არა პასუხისმგებლობაში ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი;
ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია;
თ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება;
ი) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად;
კ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად;
ლ) დაცულია თუ არა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/411.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/413.md
