---
title: "მუხლი 416¹. შეტყობინება საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/416-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "416^1"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 416¹. შეტყობინება საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 416¹ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/416-1

1. გამოძიების დამთავრების და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გაგზავნის შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს (მათ შორის, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს), დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. შეტყობინებასთან ერთად გამომძიებელი ბრალდებულსა და მის დამცველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ხარჯით გადაიღონ სისხლის სამართლის საქმის მთელი მასალის ასლი (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან), აგრეთვე განუმარტავს სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გაცნობის უფლებას. თუ ბრალდებული არასმქონეა, საქმის მთელი მასალის ასლი მას გადაეცემა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.

2. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გასაცნობად ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს მეშვეობით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/416.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/416-2.md
