---
title: "მუხლი 416². ექსპერტიზის დასკვნის გარეშე საქმის სასამართლოში გაგზავნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/416-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "416^2"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 416². ექსპერტიზის დასკვნის გარეშე საქმის სასამართლოში გაგზავნა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 416² (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/416-2

1. თუ გამოძიების დამთავრებამდე რომელიმე მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის მიღება ჭიანურდება და ამასთანავე, არსებობს საბრალდებო დასკვნის შესადგენად საკმარისი მტკიცებულებები, პროკურორი უფლებამოსილია საქმე საბრალდებო დასკვნით გაგზავნოს სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნის დართვის გარეშე. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა შესაძლებელია საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს.

2. მხარეები ვალდებული არიან საბრალდებო დასკვნის შედგენამდე ერთმანეთს აცნობონ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თუ მხარეს არ ეცნობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
კარი მეცხრე
წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში
თავი L
(ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/416-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/417.md
