---
title: "მუხლი 435. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/435"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "435"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 435. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 435 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/435

1. სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა იწყება ხელახლა, გარდა 436-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაში ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/434.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/436.md
