---
title: "მუხლი 437¹. მოსამართლეები საქმის კოლეგიური განხილვის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/437-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "437^1"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 437¹. მოსამართლეები საქმის კოლეგიური განხილვის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 437¹ (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/437-1

1. მოსამართლეები საქმის კოლეგიური განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში ქმნიან სასამართლო კოლეგიას, ხოლო სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში – პალატას, რომელიც საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხს წყვეტს და გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით.

2. მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების დროს კოლეგიისა და პალატის ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებით.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/437.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/438.md
