---
title: "მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/437"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "437"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 437 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/437

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი.

2. თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან, სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას.

3. თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის.

4. თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე.

5. თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი მოსამართლე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/436.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/437-1.md
