---
title: "მუხლი 439. სასამართლო განხილვის შეჯიბრებითობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/439"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "439"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 439. სასამართლო განხილვის შეჯიბრებითობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 439 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/439

1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა პოლემიკის სახით.

2. ბრალდებისა და დაცვის მხარეებს აქვთ თანაბარი საპროცესო უფლებები და შესაძლებლობები.

3. სასამართლოს უფლება არა აქვს შეასრულოს ბრალდების ან დაცვის ფუნქციები.

4. სასამართლო უზრუნველყოფს მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარდგენისა და გამოკვლევისათვის საჭირო პირობებს, ამასთან, იცავს მიუკერძოებლობას და თავს იკავებს საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა გამოთხოვისაგან.

5. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს გამოთქვას აზრი განსასჯელის დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

6. ერთი მხარის შუამდგომლობასა და განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლო ისმენს მეორე მხარის აზრსაც.

7. სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორი – სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებული (კერძო ბრალმდებელი), სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები; დაცვის მხარეს – დამცველი, განსასჯელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი კანონიერი წარმომადგენელი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/438.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/440.md
