---
title: "მუხლი 440. სასამართლო განხილვის უშუალობა და ზეპირობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/440"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "440"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 440. სასამართლო განხილვის უშუალობა და ზეპირობა — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 440 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/440

1. საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმეების დაკითხვის, ექსპერტთა დასკვნების შესწავლისა და ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერების გზით, საჭიროების შემთხვევაში – საჯაროდ წაიკითხოს საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დოკუმენტები.

2. სასამართლომ ფაქტების შესახებ ცნობები შეძლებისდაგვარად პირველწყაროდან უნდა მიიღოს.

3. წინასწარი გამოძიების მასალები შეიძლება სასამართლოში გამოქვეყნდეს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/439.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/441.md
