---
title: "მუხლი 444. განსასჯელის გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/444"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "444"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 444. განსასჯელის გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 444 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/444

1. განსასჯელის გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვა გადაიდება, გარდა 443-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. არასაპატიო მიზეზით განსასჯელის გამოუცხადებლობისას იგი შეიძლება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით (განჩინებით) მოიყვანონ, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას ამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ან შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეცვალონ უფრო მკაცრით.

3. მოყვანილ განსასჯელს შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/443.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/445.md
