---
title: "მუხლი 446. პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/446"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "446"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 446. პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 446 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/446

1. სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს.

2. პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.

3. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ დადასტურდა სასამართლო განხილვისას.

4. ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.

5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის ან ბრალდების მოხსნის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა.

6. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზი.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/445.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/447.md
