---
title: "მუხლი 447. დაზარალებულის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/447"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "447"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 447. დაზარალებულის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 447 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/447

1. სასამართლო განხილვაში მონაწილე დაზარალებული სარგებლობს მხარის ყველა უფლებით (მე-15 მუხლი).

2. საჯარო და კერძო-საჯარო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო ისმენს მხარეთა აზრს და წყვეტს მის დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობის საკითხს.

3. არასაპატიო მიზეზით დაზარალებულის გამოუცხადებლობისას სასამართლოს უფლება აქვს დაზარალებული მოაყვანინოს, თუ, სასამართლოს ან თუნდაც ერთი მხარის აზრით, საქმის განხილვაში მისი მონაწილეობა აუცილებელია.

4. არასაპატიო მიზეზით კერძო ბრალდების საქმეზე დაზარალებულის გამოუცხადებლობისას საქმის წარმოება წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსასჯელი მოითხოვს საქმის განხილვას.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/446.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/448.md
