---
title: "მუხლი 448. სამოქალაქო მოსარჩელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/448"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "448"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 448. სამოქალაქო მოსარჩელის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 448 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/448

1. სამოქალაქო მოსარჩელე, რომელიც სარგებლობს მხარის უფლებებით
(მე-15 მუხლი)
, მხარს უჭერს მის მიერ განცხადებულ სამოქალაქო სარჩელს.

2. სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო სამოქალაქო სარჩელს არ განიხილავს. ამასთან, სამოქალაქო სარჩელის განმცხადებელ პირს უნარჩუნდება უფლება წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლოს უფლება აქვს, სამოქალაქო მოსარჩელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით, სამოქალაქო სარჩელი განიხილოს მის დაუსწრებლად. სასამართლო სამოქალაქო სარჩელს განიხილავს ყველა შემთხვევაში, თუ სარჩელს მხარს უჭერს პროკურორი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/447.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/449.md
