---
title: "მუხლი 45. სასამართლო როგორც მართლმსაჯულების ორგანო — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/45"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "45"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. სასამართლო როგორც მართლმსაჯულების ორგანო — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/45

1. სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, სასჯელი დაუნიშნოს მხოლოდ დამნაშავეს.

2. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო განსჯადობის მიხედვით ვალდებულია განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, წარდგინება, შუამდგომლობა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებისა და აქტების გამო.

3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებენ ქვემდგომი სასამართლოს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/46.md
