---
title: "მუხლი 454. სასამართლო სხდომის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/454"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "454"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 454. სასამართლო სხდომის ოქმი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 454 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/454

1. სასამართლო სხდომის ოქმში აღინიშნება: სხდომის ადგილი და დრო იმის მითითებით, თუ როდის გაიხსნა და დაიხურა იგი, სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, მდივანი, თარჯიმანი, ბრალმდებელი, დამცველი, განსასჯელი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები, სასამართლოს მიერ დაბარებული სხვა პირები, განსახილველი საქმე, განსასჯელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, მონაცემები განსასჯელის პიროვნების შესახებ, სასამართლოს ყველა მოქმედება თანამიმდევრობით, პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა განცხადებანი და შუამდგომლობანი, სასამართლოს მიერ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი, მითითება სათათბირო ოთახში განჩინებათა გამოტანის შესახებ, განსასჯელისა და საქმეში მონაწილე სხვა პირებისათვის მათი უფლება-მოვალეობათა განმარტება, ჩვენებათა შინაარსი, სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ დათვალიერებათა და მტკიცებულებათა შეგროვებასა და გამოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებათა შედეგები, ყოველივე იმის შინაარსი, რისი ოქმში შეტანაც პროცესის მონაწილეებმა ითხოვეს, მითითება სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, და დამრღვევის პიროვნებაზე, სასამართლო კამათის მოკლე შინაარსი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა, მითითება განაჩენის გამოქვეყნების, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.

2. ოქმი უნდა მომზადდეს და მას ხელი უნდა მოაწერონ სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, რის შესახებაც უნდა აცნობონ მხარეებს.

3. თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს მხარეებისათვის ოქმის გაცნობის შესაძლებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/453.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/455.md
