---
title: "მუხლი 455. შენიშვნები სასამართლოს სხდომის ოქმზე და მათი განხილვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/455"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "455"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 455. შენიშვნები სასამართლოს სხდომის ოქმზე და მათი განხილვის წესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 455 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/455

1. სასამართლოს სხდომის ოქმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ 5 დღე-ღამის განმავლობაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. შენიშვნებს განიხილავს იმავე საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო).

2. შენიშვნების განხილვის შემდეგ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება), რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილება (განჩინება) ყველა შემთხვევაში დაერთვის საქმეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/454.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/456.md
