---
title: "მუხლი 456. სასამართლო სხდომის განაწესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/456"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"
article: "456"
identifier: "1251"
adopted: "1998-02-20"
consolidated_as_of: "2018-12-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-10-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 456. სასამართლო სხდომის განაწესი — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2018-12-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-10-01.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 456 (consolidated as of 2018-12-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/456

1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შემოსვლისა და დარბაზიდან გასვლის წინ სასამართლოს მდივანი აცხადებს: „ადექით, სასამართლო მოდის!“ ან: „ადექით, სასამართლო გადის!“ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.

2. სასამართლო განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლეს (სასამართლოს) მიმართავს „ბატონო მოსამართლევ!“, „ბატონო მოსამართლენო!“, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. გამონაკლისი სასამართლოში ქცევის წესებიდან დასაშვებია თავმჯდომარის ნებართვით.

3. თავმჯდომარის განკარგულებათა შესრულება სავალდებულოა სასამართლო განხილვის მონაწილე და სასამართლო სხდომის დამსწრე ყოველი პირისათვის.

4. 16 წლამდე ასაკის პირები, თუ ისინი არ არიან მხარეები ან მოწმეები, სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვებიან.

5. სასამართლოში წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემლობის შემთხვევაში იყენებენ 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონიძიებებს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
თავი LII
სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/455.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31882-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksi/457.md
